ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

საქართველოს კანონის პროექტის "წყლის რესურსების მართვის შესახებ" საჯარო განხილვა

საქართველოს კანონის პროექტის "წყლის რესურსების მართვის შესახებ" საჯარო განხილვა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, USAID-ის პროექტი "მმართველობა განვითარებისთვის" (G4G) და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEC)

გიწვევთ წყლის რესურსების მართვის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვაზე

ღონისძიების დრო: ოთხშაბათი, 5 სექტემბერი, 2018  | 12:00–15:00 
ადგილი: USAID | G4G-ის საკონფერენციო დარბაზი, ქ. თბილისი, ლევან მიქელაძის 5 (ყოფილი თენგიზ აბულაძის ქუჩა, რუკა თანდართულია)
ღონისძიების ენა: ქართული

კანონის პროექტი და რეგულირების გავლენის შეფასება იხილეთ დანართის სახით. მასალების ნახვა შესაძლებელია ასევე ბმულზე: https://goo.gl/tMj38x 

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა არაუგვიანეს 4 სექტემბერს, 12:00 საათამდე.

იხ.დანართები:
კანონპროექტი წყლის რესურსების მართვის შესახებ
წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტის რეგულირების გავლენის შეფასება
რუკა - USAID G4G, Deloitte Consulting

საჯარო განხილვები