ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ მთავრობის დადგენილებების პროექტები

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ მთავრობის დადგენილებების პროექტები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტები.

საჯარო გაცნობისა და განხილვის მიზნით, სამინისტრო აქვეყნებს საქართველოს მთავრობის დადგენილებების ხუთ პროექტს:
1. „გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“;
2. „გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“;
3. „გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესის შესახებ“;
4. „დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების  შერჩევის წესის შესახებ“ 
5. „გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელებით გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის წესის შესახებ“

საქართველოს მთავრობის დადგენილებების აღნიშნული პროექტების შესახებ შენიშვნები და მოსაზრებები უნდა წარადგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მხოლოდ წერილობითი სახით და არაუგვიანეს 30 ნოემბრისა, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Akaki.Veltauri@mepa.gov.ge

 

   

საჯარო განხილვები