ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

მდგრადი საჯარო შესყიდვების განხორციელების შესახებ ტრენინგი გაიმართა

მდგრადი საჯარო შესყიდვების განხორციელების შესახებ ტრენინგი გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების განხორციელების შესახებ გამართული ტრენინგი მისასალმებელი სიტყვით გახსნა. 

მდგრადი საჯარო შესყიდვები საჯარო შესყიდვის განხორციელებისას გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური საკითხების გათვალისწინებას გულისხმობს. მდგრადი საჯარო შესყიდვების მიდგომა ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე როგორებიცაა „მწვანე“, ენერგოეფექტური საჯარო შესყიდვები, სოციალური და შრომითი უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტერესები.

„საჯარო უწყებებში მდგრადი საჯარო შესყიდვების პროცესის სრულყოფისთვის, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მეთოდოლოგიის გაცნობა უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. ჩვენ გვჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს მდგრადი საჯარო შესყიდვების მიდგომების სწორ და წარმატებულ იმპლემენტაციას”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. 

ტრენინგის ფარგლებში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მდგრადი საჯარო შესყიდვების არსს და მის სარგებელს, დასანერგად გადადგმულ ნაბიჯებს და ამ მიმართულებით მომზადებული სამართლებრივი დებულებების პროექტებს გაეცნენ. 

აღნიშნული ტრენინგი ევროკავშირის EU4Environment პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამასთან (UNEP) მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების მიდგომებისა და დებულებების დანერგვის ხელშეწყობას. ასევე, მდგრადი საჯარო შესყიდვების ეფექტიანი დანერგვისა და ფუნქციონირებისათვის სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერებას. ტრენინგს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ჯგუფის ხელმძღვანელი ალექსანდრე დარასი, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) რეგიონული კოორდინატორი კლიმატის ცვლილებისა და რესურსეფექტურობის მიმართულებით რიე ცუცუმი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი პირები და ბიზნესექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

საჯარო განხილვები