ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ სახელმძღვანელოს პროექტის შესახებ

გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ სახელმძღვანელოს პროექტის შესახებ

,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენოს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.

სახელმძღვანელო დოკუმენტი შემუშავდა 2017 წელს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” მომზადების პარალელურად და არ იყო სრულად შესაბამისობაში კოდექსის საბოლოო, დამტკიცებულ ვერსიასთან. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, „EU4Environment“ პროექტის ფარგლებში, სამინისტროს მიერ მოთხოვნილია სახელმძღვანელოს განახლება და კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა, ასევე რიგი საკითხების დაზუსტება/დამატება. 

აღნიშნული სახელმძღვანელოს პროექტთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge 

საჯარო განხილვები