ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

17 ივნისი გვალვასთან და გაუდაბნოებასთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

17 ივნისი გვალვასთან და გაუდაბნოებასთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, გვალვასთან და გაუდაბნოებასთან ბრძოლის მსოფლიო დღის ფარგლებში, სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის სკოლის VII-IX კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გახსნა.

„ნიადაგის დაცვა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან საქართველოში ნიადაგის მდგრადი გამოყენება სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების მთავარი რეზერვი და მდგრად გარემოში ცხოვრების წინაპირობაა. ჩვენი საერთო მიზანია, გამოვხატოთ გონივრული დამოკიდებულება გარემოს მიმართ,  შევაფასოთ საკუთარი ქცევა და შევცვალოთ ის გარემოს სასარგებლოდ. გარემოს დაცვის, მისი მდგრადობის შენარჩუნებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური მართვის აუცილებლობის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც დაგვეხმარება შევქმნათ საზოგადოება, რომელიც მაქსიმალურად მოუფრთხილდება გარემოს”, - განაცხადა თამარ ალადაშვილმა.  

საინფორმაციო შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწის რესურსების დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნინო ჩიქოვანმა მოსწავლეებს გააცნო ნიადაგის ფუნქციები და მისი დეგრადაციის გამომწვევი მთავარი ფაქტორები: გადაჭარბებული ძოვება, ტყის ფართობების შემცირება, არასწორი და არამდგრადი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები, ტერიტორიების არარაციონალური ათვისება ურბანული განვითარების გზით. მოსწავლეებმა განსაკუთრებული ინტერესით განიხილეს და იმსჯელეს კახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებზე, სადაც გაუდაბნოების საფრთხე არსებობს. 

 17 ივნისი გვალვასთან და გაუდაბნოებასთან ბრძოლის მსოფლიო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1994 წელს გამოაცხადა და ყოველწლიურად აღინიშნება, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო ძალისხმევის შესახებ და მოგვიწოდებს მოვუფრთხილდეთ ნიადაგს, როგორც შეზღუდულ და  უმნიშვნელოვანეს რესურსს.

 

საჯარო განხილვები