ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

მწვანე ეკონომიკის ელექტრონული კურსი ცხადდება

მწვანე ეკონომიკის ელექტრონული კურსი ცხადდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ევროკავშირის პროექტის – „EU4 Environment“-ის ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის - The One UN Climate Change Learning Partnership (UN CC:Learn) მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსზე მიღება განაახლა: https://unccelearn.org/course/view.php?id=123&page=overview 

საერთაშორისო პლატფორმაზე განთავსებული მწვანე ეკონომიკის კურსი მოიცავს 5 ქართულენოვან მოდულს: 

ინკლუზიური მწვანე ეკონომიკის განვითარების საფუძვლები;
ინსტრუმენტებზე ფოკუსირება - სტრუქტურული ცვლილებისთვის პირობების      შექმნა;
საკვანძო სექტორები მწვანე ეკონომიკაზე გადასვლელად;
მიმართულებების დადგენა - სტრატეგიები და გეგმები პოლიტიკის მიზნების მისაღწევად;
ხელშემწყობი გარემო - საერთაშორისო სტრუქტურები და ინიციატივები ინკლუზიური მწვანე ეკონომიკის მხარდასაჭერად.

ელექტრონული კურსი მოიცავს ინტერაქტიულ გაკვეთილებს, ვიდეორგოლებს, დავალებებსა და კითხვარებს, რომელთა წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც მონაწილე მიიღებს  სერტიფიკატს.  

კურსი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის - სამინისტროებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის, კერძო სექტორისთვის, ასევე, გარემოსდაცვითი მმართველების, უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგების, მკვლევარებისა და სტუდენტებისთვის. 

კურსზე მიღება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა პირველად 2021 წელს - ევროკავშირის მწვანე კვირეულის ფარგლებში გამოაცხადა, ამ ეტაპისთვის სერტიფიცირებულია 50-მდე დაინტერესებული პირი.

მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსი არის უფასო.

დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირია ნათია ბლიაძე  - გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის პროექტის კოორდინატორი (მობ.: 598218285; ელ-ფოსტა: natela.bliadze@eiec.gov.ge).

დამატებითი ინფორმაცია კურსის შესახებ იხილეთ ბმულზე - https://elibrary.mepa.gov.ge/Ge/Library/Details/7075/ 

 

საჯარო განხილვები