ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

კონკურსი რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის

კონკურსი რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, პროექტის - ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებისათვის აცხადებს კონკურსს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი რეგიონული მედიის წარმომადგენელს, რომელიც მოამზადებს საკონკურსო მასალას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირების თემაზე. ამასთან, შესაძლებელია  გუნდური საკონკურსო ნამუშევრის წარდგენა. საუკეთესო ტელე, რადიო სიუჟეტისა და ბეჭდური/ონალაინ სტატიის ავტორები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით, ხოლო ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი.

განცხადების და საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია 15 სექტემბრამდე.

კონკურსის მიზანია მედიის როლის გაძლიერება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების თემაზე მუშაობაში და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის მიწოდება როგორც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებაზე საქართველოში, ასევე, ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკაზე.   

დაჯილდოვდება მხოლოდ თითო გამარჯვებული შემდეგი კატეგორიებიდან:

  • საუკეთესო ანალიტიკურ- შემეცნებითი სტატია ბეჭდურ მედიაში;
  • საუკეთესო ანალიტიკურ- შემეცნებითი სტატია ონლაინ მედიაში;
  • საუკეთესო ანალიტიკურ-შემეცნებითი ტელე სიუჟეტი;
  • ანალიტიკურ-შემეცნებითი რადიო სიუჟეტი.

გამარჯვებული ნაშრომები გამოქვეყნდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებ და Facebook გვერდებზე.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის პირობები:

  • საკონკურსოდ მიიღება მხოლოდ ის ნამუშევარი, რომელსაც თან ახლავს შევსებული განაცხადის ფორმა;
  • გუნდური საკონკურსო ნამუშევრის წარდგენის შემთხვევაში, განაცხადის ფორმაში ყველა თანაავტორის სახელისა და გვარის მითითება სავალდებულოა. მათი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამ ადამიანს;
  • პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება შესარჩევის ტურიდან.

კრიტერიუმები:

1. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის საკითხზე საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს ეფექტური გზით;

2. პროექტის ფარგლებში იდენტიფიცირებული საფრთხეებიდან (სეტყვა, ძლიერი ქარი, მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი, გვალვა, წყალდიდობა) რომელიმეს უნდა შეეხებოდეს;

3. აღნიშნული მასალა მიმართული უნდა იყოს კონკრეტული მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისკენ;

4. სასურველია საკონკურსო მასალა მოიცავდეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებაზე საქართველოში არსებული სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებს;

5. აპლიკანტმა ბეჭდური/ონლაინ სტატიის ტექსტი უნდა წარადგინოს PDF ფორმატში (ტექნიკური მახასიათებლები:  ტექსტი უნდა იყოს ქართულ  ენაზე, ფონტი - sylfaen,  ზომა 12, ხაზებს შორის დაშორება 1.5, ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000  სიტყვას);

6. შესაძლებელია აპლიკანტმა წარადგინოს კონკურსის გამოცხადებამდე მის მიერ შექმნილი მასალა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირების თემაზე ან შექმნას ახალი;

7. ყურადღება მიექცევა თხრობის ორიგინალურ სტილს, ჟურნალისტის კრეატიულობასა და მოწოდებული მასალის სიზუსტეს;

8. აპლიკანტმა უნდა დაიცვას ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები;

9. ზოგადი თემის ფარგლებში კონკრეტული პრობლემის ნათლად გამოკვეთა  (პრობლემის იდენტიფიკაცია);

10. პრობლემის აქტუალობა;

11. გამოყენებული თემატიკის სანდოობა და პირველადი წყაროს გამოყენება.

განაცხადების  და საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა

15 სექტემბერი

მონაწილეების შერჩევა და გამარჯვებულის გამოვლენა

30 სექტემბერი

დაჯილდოების ცერემონია

13 ოქტომბერი

 

საკონკურსო პროექტების გამოგზავნა შესაძლებელია ელ.ფოსტაზე: info@eiec.gov.ge 

კონკურსთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხრიდან საკონტაქტო პირია გვანცა ჯანჯღავა (ელ.ფოსტა: gvantsa.janjgava@eiec.gov.ge მობ: 591510055).

მომზადებულ საკონკურსო ნამუშევრებს განიხილავს დამოუკიდებელი ჟიური. ჟიურის წევრების ვინაობა, კონკურსის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების პრიციპებიდან გამომდინარე, გასაჯაროვდება მხოლოდ გამარჯვებულების დასახელების შემდეგ.

საჯარო განხილვები