ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ეკოლიდერთა სკოლაში სწავლა დასრულდა

ეკოლიდერთა სკოლაში სწავლა დასრულდა

 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის „ეკოლიდერთა სკოლა” 2022 წლის სასწავლო კურსი დასრულდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცა. ონლაინ სემინარებისა და შემეცნებითი ტურების შემდეგ, ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია მინისტრის მოადგილისგან მიიღეს.

„ეკოლიდერთა სკოლა ძალიან საინტერესო ფორმატია ახალგაზრდებისთვის, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს, გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნისა და ინფორმაციის მისაღებად. მოსწავლეებთან განვიხილეთ ბიომრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიების, ტყის მართვის საკითხები. აღნიშნული სკოლა აძლევთ მათ მოტივაციას, რომ მომავალში სწავლა გააგრძელონ გარემოსდაცვითი მიმართულებებით. ადრეულ ასაკში განათლების ხელშეწყობით, ვაუმჯობესებთ ახალგაზრდების დამოკიდებულებებს გარემოსადმი. სწორედ მომავალი თაობების ამაღლებული ცნობიერებაა ჩვენი მიზანი“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. 

„ეკოლიდერთა სკოლა” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანი ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაა. ორი თვის განმავლობაში, მოსწავლეებს ლექციებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები უტარებდნენ. სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებმა  შეისწავლეს სად და როდის ჩამოყალიბდა გარემოსდაცვითი მოძრაობა, გაეცნენ ადამიანის ეკოლოგიურ უფლებებს, ნარჩენების მართვის მნიშვნელობას და არსებულ საუკეთესო პრაქტიკას, ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობას, კლიმატის ცვლილების გავლენას და გარემოსდაცვითი განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის როლს გარემოს დაცვაში.

პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა. მასში მონაწილეობა მიიღეს მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სკოლის მოსწავლეებმა. მონაწილეთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა.

გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამა „ეკოლიდერთა სკოლა” ყოველწლიურად ჩატარდება.

 

საჯარო განხილვები