ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სტუდენტური კონფერენცია „კლიმატის გლობალური ცვლილება და საქართველო: რისკები და გამოწვევები“ გაიმართა

სტუდენტური კონფერენცია „კლიმატის გლობალური ცვლილება და საქართველო: რისკები და გამოწვევები“ გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ინიციატივით, გარემოსდაცვითი სტუდენტური კონფერენცია „კლიმატის გლობალური ცვლილება და საქართველო: რისკები და გამოწვევები“ გაიმართა.

კონფერენცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რექტორმა, მაკა იოსელიანმა გახსნეს.

„საქართველოსთვის, ისევე როგორც თანამედროვე მსოფლიოსთვის, კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. როდესაც ვსაუბრობთ კლიმატის ცვლილებაზე და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აუცილებელია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და მათი მონაწილეობის ხელშეწყობა გარემოსდაცვით საკითხებში“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ღონისძიებაში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური მიმართულებების სტუდენტები მონაწილეობდნენ.

კლიმატის ცვლილების შესახებ სტუდენტების მოხსენებები სპეციალურად შექმნილმა კომისიამ შეაფასა, გამარჯვებულები გამოავლინა და სერტიფიკატები გადასცა.

კონფერენციის პარტნიორები იყვნენ Procredit Bank, აჭარა ჯგუფი, CENN, REC Caucasus. მათ თავიანთ რჩეულებს სპეციალური პრიზები გადასცეს.

შეხვედრას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, GIPA-ს გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის მიმართულების ხელმძღვანელი კახა არცივაძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

საჯარო განხილვები