გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა.
ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მინისტრს მიმდინარე პროექტების შედეგები გააცნო. შეხვედრაზე 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების საკითხები, ასევე წლის ბოლომდე განსახორციელებელი დაგეგმილი აქტივობები და მომავალი წლის ბიუჯეტი განიხილეს.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და გიორგი ხანიშვილი ესწრებოდნენ.