ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ შესყიდვებზე პასუხისმგებელ პირებს ტრენინგი ჩაუტარდათ

სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ შესყიდვებზე პასუხისმგებელ პირებს ტრენინგი ჩაუტარდათ

სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ შესყიდვებზე პასუხისმგებელ პირებს ტრენინგი „მწვანე შესყიდვების საკითხები სამაცივრე და ჰაერის კონდიცირების სექტორში" ჩაუტარდათ.

მონაწილეები სამაცივრო მოწყობილობებისა და  ჰაერის კონდიცირების შესყიდვების პროცესში გასათვალისწინებელ მოთხოვნებს და აღნიშნული სექტორის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას გაეცნენ.

ტრენინგის „მწვანე შესყიდვების საკითხები სამაცივრე და ჰაერის კონდიცირების სექტორში" მიზანია, ხელი შეუწყოს ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და ჰაერის კონდიცირების სფეროში განხორციელებული სიახლეების გაცნობასა და  გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.

ტრენინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)   „საქართველოში მონრეალის ოქმის განხორციელებისათვის ინსტიტუციური გაძლიერების (XI ფაზა)“ ფარგლებში გაიმართა. 

მწვანე შესყიდვები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გარემოსადმი ნაკლებსაზიანო პროდუქტების პოპულარიზაციას და გარემოს დაცვას. 

საჯარო განხილვები