ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ახალგაზრდებისთვის ტრენინგი „სუფთა ჰაერი ლურჯი ცისთვის“ გაიმართა

ახალგაზრდებისთვის ტრენინგი „სუფთა ჰაერი ლურჯი ცისთვის“ გაიმართა

7 სექტემბერი „სუფთა ჰაერი ლურჯი ცისთვის“ საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნის ფარგლებშიც, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, მწვანე ბანაკის „კლიმატის ელჩების“ მონაწილეებისთვის ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგი ახალგაზრდებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა ჩაუტარა.

შეხვედრაზე განიხილეს ავტოტრანსპორტის სექტორის, სამრეწველო და სამშენებლო სექტორების გავლენა ჰაერის დაბინძურებაზე და მონაწილეები გაეცნენ ჰაერის ხარისხის დაცვის კუთხით არსებულ რეკომენდაციებს.

„საერთაშორისო დღის აღნიშვნა არის გლობალური ძალისხმევა სუფთა ჰაერის მისაღწევად, რადგან ჰაერის დაბინძურება საერთო გამოწვევაა. სახელმწიფო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, რის შედეგადაც გაუმჯობესდა საწვავის ხარისხი, აღდგა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სისტემა, სამრეწველო სექტორისთვის დაწესდა თანამედროვე ევროპული მოთხოვნები ფილტრაციის სისტემის გამართვისა და ავტომატური უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების დასანერგად. ამავდროულად, მნიშვნელოვნად გაიზარდა სანქციები, რამაც თავისი დადებითი ეფექტი უნდა გამოიღოს. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს  მოსახლეობის ცნობიერებას და მათ ჩართულობას ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოსაგვარებლად. თითოეულმა ჩვენგანმა ამ მიმართლებით სათანადო ნაბიჯები უნდა გადავდგათ,“ - განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.

სუფთა ჰაერის საერთაშორისო დღე, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2019 წელს დააწესა, მიზნად ისახავს ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ხელშეწყობასა და სუფთა ჰაერის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. წელს სუფთა ჰაერის საერთაშორისო დღის სლოგანია „ჰაერი, რომელსაც ყველა ვსუნთქავთ”. 

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება არის გამოწვევა, რომელიც მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემების სიჯანსაღეზე.

 

საჯარო განხილვები