ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

მწვანე ბანაკში ,,კლიმატის ელჩები" სწავლა დასრულდა

მწვანე ბანაკში ,,კლიმატის ელჩები" სწავლა დასრულდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამართული მწვანე ბანაკი ,,კლიმატის ელჩები" 32 ახალგაზრდამ წარმატებით დაასრულა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე ბენდელიანმა ბანაკის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.

“მწვანე ბანაკი - კლიმატის ელჩები  საოცრად მოტივირებული და განათლებული ახალგაზრდების ერთიანობაა. ბანაკის დღეები დატვირთული იყო  ახალგაზრდებში გარემოს დაცვისა  და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებით,  მონაწილეებს შორის გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გაძლიერებით, გარემოსდაცვითი ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვით, არაფორმალური განათლების მიდგომების გამოყენებით. 

დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდა კლიმატის ელჩების ინტერესები დაკავშირებული იქნება გარემოს დაცვასთან და  იქნებიან პოზიტიური ცვლილებების ინიციატორები. სწორედ განათლებულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს აქვთ უნარი უკეთესობისაკენ შეცვალონ გარემო“,- განაცხადა ეკატერინე ბენდელიანმა.

ბანაკი ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, აიმაღლონ ცნობიერება გარემოსდაცვით თემებზე და მისი დასრულების შემდეგ განახორციელონ პროექტები ადგილობრივ დონეზე.

მონაწილეები 10 დღის განმავლობაში, დარგის სპეციალისტებთან ერთად მუშაობდნენ მათთვის საინტერესო გარემოსდაცვით თემებზე, მათ შორის, ტყის რესურსების მართვის, ბიომრავალფეროვნების, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის, კლიმატის ცვლილებისა და კატასტროფების რისკის შემცირების, თემზე დაფუძნებული კატასტროფების რისკის მართვის, საქართველოსთვის დამახასიათებელი გეოლოგიური საფრთხეებისა და ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ.

ბანაკში მონაწილეობისათვის კონკურსის საფუძველზე შეირჩა 32 ახალგაზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათი საშუალო ასაკია 16 წელი. 

მწვანე ბანაკი ,,კლიმატის ელჩები" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.

 

საჯარო განხილვები