ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელებისა და მეთოდისტების გადამზადება გრძელდება

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელებისა და მეთოდისტების გადამზადება გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელებისა და მეთოდისტების გადამზადებას აგრძელებს.

ტრენინგის  „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”  ფარგლებში ქ. თბილისისა და ქ. რუსთავის კერძო და საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების  88 წარმომადგენელი გადამზადდა.

შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა გახსნა.

ტრენინგი ეფუძნება გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის მომზადებულ სახელმძღვანელოს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“. სახელმძღვანელო ყველა იმ საკითხს აერთიანებს, რომელთა ადრეული ასაკიდან სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად. ტრენინგის მიზანი ცენტრის მიერ შექმნილ სახელმძღვანელოში ასახული გარემოსდაცვითი საკითხების და სწავლების თანამედროვე მიდგომების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის გაცნობაა.

კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრინციპების მოსწავლეებისათვის სხვადასხვა აქტივობის საშუალებით სწავლებას.

საჯარო განხილვები