საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს ზოგადი განათლების დაწყებითი (I-VI კლასი) საფეხურის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლების ტრენინგს - ,,გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში”.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ ელექტრონულ ცნობას, რომელიც აღიარებულია სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ როგორც 20-საათიანი სავალდებულო ტრენინგი.
ტრენინგი იმართება დისტანციურად, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” დანერგვის მიზნით, ტრენინგები ხორციელდება 2021 წლიდან. მთელი საქართველოს მასშტაბით, ამ ეტაპზე გადამზადებულია 3100-ზე მეტი პედაგოგი.
ტრენინგთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს https://eiec.gov.ge/Ge/TrainingCourses/24