ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამები

პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროფესიული მომზადება/გადამზადების სამმა პროგრამამ - “ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია”, “გარემოსდაცვითი მმართველი” და “სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის კლიმატგონივრული დაგეგმვა” - განხორციელების უფლება მოიპოვა. 

ცენტრმა აღნიშნული პროგრამების განხორციელების უფლება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად მიიღო.

პროფესიული გადამზადების პროგრამის „ტყის ტაქსაცია და ინვენტარიზაცია“ მიზანია ტყის ტაქსაციის სპეციალისტების (მეტყევე-ტაქსატორი) მომზადება, რომლებიც შეძლებენ ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოების განხორციელებას. გარემოსდაცვითი მმართველის კურსის მიზანი ნარჩენების მართვის კოდექსით  დაკისრებული მოთხოვნების შესაბამისად,  გარემოსდაცვითი მმართველების  კადრის მომზადებაა. პროგრამის “სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის კლიმატგონივრული დაგეგმვა”  მიზანია, მისი გავლის შემდეგ მონაწილემ შეძლოს აგრო-ეკოლოგიური ზონების ძირითადი მახასიათებლების განსაზღვრით, ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით, შერჩეული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებისთვის კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა.

კურსების წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები გადაეცემათ.

საჯარო განხილვები