ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

კონკურსი ,,მწვანე ჯილდოს’’ მეორე ეტაპი ქუთაისში გაიმართა

კონკურსი ,,მწვანე ჯილდოს’’ მეორე ეტაპი ქუთაისში გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისა და მეთოდისტებისათვის კონკურსი ,,მწვანე ჯილდო’’ იმართება.

კონკურსი ,,მწვანე ჯილდო’’, რომელსაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი წელს უკვე მეორედ ატარებს, მიზანად ისახავს სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას და იმ აღმზრდელებისა და მეთოდისტების წახალისებას, რომლებიც სწავლებაში აქტიურად იყენებენ “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს და ზრუნავენ ბავშვებისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლებაზე. აღნიშნული სახელმძღვანელო გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 2016 წელს, სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შეიმუშავა და ის უკვე წარმატებით დაინერგა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი-აღზრდის დაწესებულებებში.

2018 წლის ,,მწვანე ჯილდოსაგან’’ განსხვავებით, რომელშიც მხოლოდ თბილისის საბავშვო ბაღების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, 2019 წელს კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ აღმზრდელ-პედაგოგებსა და მეთოდისტებს საქართველოს ყველა რეგიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან.

კონკურსი ,,მწვანე ჯილდო’’ ორ ეტაპად იმართება. პირველ ეტაპზე მოხდა კანდიდატების შერჩევა მათ მიერ გამოგზავნილი განცხადებების საფუძველზე, ხოლო კონკურსის მეორე ეტაპის ერთი ნაწილი ჩატარდა ქალაქ ქუთაისში, სადაც მონაწილეებმა დასავლეთის რეგიონებიდან წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული აქტივობები.

კონკურსის გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლინდებიან, სადაც მათ სპეციალური პრიზები, ხოლო ფინალში გადასულ ყველა მონაწილეს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ

საჯარო განხილვები