გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის აცხადებს საგრანტო კონკურსს - ,,ისწავლე უსაფრთხო გარემოში”.
კონკურსი ცხადდება პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით (UNDP). კონკურსის მიზანია ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების ზემოქმედების შემცირების ხელშეწყობა, ბუნებრივი საფრთხით გამოწვეული კატასტროფების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება და თემის მედეგობის გაძლიერება დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით. კონკურსი ტარდება პროგრამის ფარგლებში - ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოში“, რომელიც ამ ეტაპზე ხორციელდება 10 მოწყვლად მუნიციპალიტში.
კონკურსის წესები:
* კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პროგრამის 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში არსებულ (გორი, თელავი, ლაგოდეხი, ახმეტა, სიღნაღი, სამტრედია, აბაშა, ხობი, სენაკი, ქობულეთი) სკოლას. წარმოდგენილი პროექტი დაკავშირებული უნდა იყოს პროგრამით გათვალისწინებული 7 ბუნებრივი საფრთხიდან (წყალდიდობა, სეტყვა, ღვარცოფი, მეწყერი, გვალვა, ძლიერი ქარი, ზვავი) ერთ-ერთთან, რომელიც გამოწვევას წარმოადგენს როგორც მუნიციპალიტეტისათვის, ისე თემისთვის.
* კონკურსის ფარგლებში მონაწილე ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს საპროექტო წინადადება, რომლის განხორციელების შედეგადაც უზრუნველყოფს სკოლის მედეგობის გაძლიერებას ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეულ კატასტროფებთან მიმართებით და უნდა უზრუნველყოფდეს ადგილობრივი თემის ჩართულობას.
* საპროექტო წინადადება უნდა მოიცავდეს იმ აქტივობას/აქტივობებს, რომელიც განხორციელდება კონკურსით გათვალისწინებული ჯილდოს თანხობრივი ოდენობით (ბიუჯეტი ასევე უნდა ასახავდეს იმ აქტივობებს, რომლებიც ფულად რესურსს არ საჭიროებს). პროექტის ატივობების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.
პროექტის შეფასების კრიტერიუმები:
• პროექტი ითვალისწინებს სასკოლო საზოგადოებისთვისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეული კატასტროფ(ებ)ის შესახებ განათლების ხელშეწყობისა და ცნობიერების ამაღლების კომპონენტს; (20%)
• პროექტი ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეებს შორის კავშირებს (მაგ. სკოლებსა და თვითმმართველობას შორის, სკოლებსა და თემზე დაფუძნებულ ორგანიზაციებს შორის); (20%)
• წარმოდგენილი პროექტი უკავშირდება პროგრამით გათვალისწინებული 7 ბუნებრივი საფრთხიდან მუნიციპალიტეტისთვის პრობლემურ მინიმუმ ერთ გამოწვევას; (15%)
• პროექტში ასახულია კატასტროფის რისკის მართვის მზაობის კომპონენტი; (15%)
• პროექტში იკვეთება კავშირები კატასტროფის რისკის მართვის ფაზებს შორის; (მაგალითად, თუ მზაობის ფაზა ითვალისწინებს გარკვეული ტექნიკური აღჭურვილობის შეძენას, აუცილებელია გაიწეროს მისი გამოყენებისა და სწავლების კომპონენტიც, შესაბამისად რეაგირების ფაზაში სამიზნე ჯგუფს ექნება აღჭურვილობა და ეცოდინება მისი გამოყენება) (10%)
• პროექტი ითვალისწინებს დაინტერესებული მხარეების ჩართულობას, მათ შორის სულ მცირე ერთ-ერთი მოწყვლადი ჯგუფის (ბავშვები, ხანდაზმულები, ქალები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, იძულებით გადაადგილებული პირები) (5%)
• პროექტი მოიცავს გრძელვადიან და მოკლევადიან აქტივობებს; (5%)
• პროექტი ასახავს გენდერულ საკითხებს და ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას; (5%)
• პროექტი მოიცავს მოწყვლადობის კომპონენტს და ასახავს კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს (ბავშვები, ხანდაზმულები, ქალები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, იძულებით გადაადგილებული პირები) კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების კონტექსტში (5%)
კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად:
I ეტაპი - განაცხადების შერჩევა
II ეტაპი - საპროექტო წინადადების პრეზენტაცია
ორივე ეტაპის შედეგების მიხედვით სპეციალური კომისია გამოავლენს 2 ფინალისტს. გამარჯვებულ სკოლას გადაეცემა 1200 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ადგილზე გასულ სკოლას 800 აშშ დოლარი.
საპროექტო განაცხადი წარმოდგენილი უნდა იქნას სკოლის დირექტორის მიერ.
კონკურსში მონაწილეობისათვის, გთხოვთ, ელექტრონულად შეავსოთ განაცხადის ფორმა (WORD-ის ფორმატში).
საკონკურსო პროექტების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@eiec.gov.ge
მონაწილეებმა 2022 წლის 25 ოქტომბრამდე უნდა წარმოადგინონ საპროექტო განაცხადის სამუშაო ვერსია, რაც გულისხმობს პრობლემის აღწერას, პროექტის მიზნებსა და შედეგებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 21 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განატლების ცენტრის მხირდან საკონტაქტო პირია პროექტის კოორდინატორი თამარ შერვაშიძე (ელ.ფოსტა: tamar.shervashidze@eiec.gov.ge, მობ: 595958825)
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ, განაცხადის ფორმა და სხვა საჭირო ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.
დანართი 1 საკონკურსო განაცხადის ფორმა
დანართი 2 ბიუჯეტის ფორმა
დანართი 3 მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ
დანართი 4 ტერმინები