ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის „სატყეო სკოლაში“ სწავლა დაიწყო

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის „სატყეო სკოლაში“ სწავლა დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის „სატყეო სკოლაში“ სწავლა დაიწყო. სასწავლო კურსი ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა და „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ პროექტის დირექტორმა, ლუც იარჩინსკიმ გახსნეს.

სასწავლო კურსის „სატყეო სკოლის” მიზანია ტყესთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მისცეს სიღრმისეული ცოდნა, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ასპექტების გათვალისწინებით, აქტუალურ და საინტერესო თემებზე.

IX-XII კლასის მოსწავლეები, გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტყის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, ტყის ტიპები/ტყის შემქმნელი ძირითადი მერქნიანი სახეობები, მერქნული და არამერქნული რესურსები, მავნებლები, ტყის მდგრადი მართვის პრინციპები,  ტყის ბიომრავალფეროვნება, კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა ტყეზე, ბუნებრივი საფრთხეები, ტყის ხანძრები, ენერგოეფექტურობა, ალტერნატიული საწვავი, როგორც ტყეზე ზეწოლის შემცირების შესაძლებლობა, დაცული ტერიტორიები, ეკოტურიზმი, ტყეზე მონიტორინგისა და კანონ აღსრულების მექანიზმები, მეტყევის პროფესია და სატყეო განათლება.

სასწავლო კურსი ორი თვე გაგრძელდება. თეორიულ სწავლებასთან ერთად, დაგეგმილია საველე გასვლები. ლექციებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები დისტანციურად, ZOOM-ის პლატფორმით ჩაატარებენ.

კურსი შემუშავებულია „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“-ს პროექტის ფარგლებში,  კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) თანადაფინანსებით. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.

 

საჯარო განხილვები