ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

მწვანე ეკონომიკის ელექტრონული კურსი განახლდა

მწვანე ეკონომიკის ელექტრონული კურსი განახლდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ევროკავშირის პროექტის – „EU4 Environment“-ის ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსზე მიღება განაახლა: https://unccelearn.org/course/view.php?id=123

საერთაშორისო პლატფორმაზე განთავსებული მწვანე ეკონომიკის კურსი მოიცავს 5 ქართულენოვან მოდულს ინტერაქტიული გაკვეთილებით, ვიდეორგოლებით, დავალებებითა და კითხვარებით, რომელთა წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს.

მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსი არის უფასო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირია ნათია ბლიაძე - გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის პროექტის კოორდინატორი (მობ.: 598218285; ელ-ფოსტა: natela.bliadze@eiec.gov.ge).

დამატებითი ინფორმაცია კურსის შესახებ იხილეთ ბმულზე - https://elibrary.mepa.gov.ge/Ge/Library/Details/7075/ 

საჯარო განხილვები