ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ ონლაინ სასწავლო კურსი ჩატარდა

მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ ონლაინ სასწავლო კურსი ჩატარდა

საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ ონლაინ სასწავლო კურსი ჩატარდა. სასწავლო კურსი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გახსნა.

სასწავლო კურსის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს მდგრადი საჯარო შესყიდვების, რეგულირების, საქართველოს მდგრადი საჯარო შესყიდვების კრიტერიუმებისა და პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ და  მდგრადი საჯარო შესყიდვების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითებს გაეცნენ.

სასწავლო კურსს ესწრებოდნენ მდგრადი საჯარო შესყიდვებით დაინტერესებული  პირები, მათ შორის შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები.

სასწავლო კურსი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Environment პროგრამის ფარგლებში. პროექტის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების მიდგომებისა და დებულებების დანერგვის ხელშეწყობა და სამიზნე ჯგუფების ცნობიერების ამაღლება.

საჯარო განხილვები