ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ეკოეტიკეტირებისა და მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ შეხვედრა გაიმართა

ეკოეტიკეტირებისა და მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ შეხვედრა გაიმართა

საქართველოში ეკოეტიკეტირებისა და მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ დიალოგი გაიმართა. შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გახსნა.

„მწვანე ეკონომიკის ინსტრუმენტების დანერგვა შეამცირებს ხარჯებს ბიზნესისა და სახელმწიფოსთვის, ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობას, გაზრდის დასაქმების შესაძლებლობებსა და შემოსავლებს, განავითარებს ახალ მიმართულებებს ბიზნესსაქმიანობაში, მისცემს კერძო სექტორს ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე პროდუქტების წარმოებისა და განვითარების მოტივაციას. შედეგად, ჩვენ მივიღებთ გაუმჯობესებულ ბიზნესგარემოს, ბაზრის დივერსიფიკაციას, მეტ სამუშაო ადგილსა და ქვეყნის გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

დიალოგში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილე კატალინ გერმანი და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) რეგიონული კოორდინატორი მაჰირ ალიევი.

დიალოგი მიზნად ისახავდა მდგრადი საჯარო შესყიდვებისა და ეკოეტიკეტირების მიმართულებით განხორციელებული აქტივობების მხარდაჭერას, აგრეთვე, მდგრადი საჯარო შესყიდვების სარგებლიანობისა და ეკოეტიკეტირების სისტემის მნიშვნელობის თაობაზე ცნობიერების ამაღლებას. 

საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების დანერგვისა და ეკოეტიკეტირების სისტემის მნიშვნელობის გათვალისწინებით, აღნიშნულ შეხვედრას დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ, რომლებიც მომავალში გარკვეულწილად ჩართულნი იქნებიან მდგრადი საჯარო შესყიდვებისა და ეკოეტიკეტირების სისტემის დანერგვის მომდევნო ეტაპებზე.

გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს ღონისძიებებს მდგრადი საჯარო შესყიდვების დანერგვისა და პოპულარიზაციის მიზნით. აღნიშნული ღონისძიებები მოიცავს კანონმდებლობის გაუმჯობესებას მდგრადი საჯარო შესყიდვების დებულებების დასანერგად. 

გათვალისწინებულია საჯარო უწყებების, აგრეთვე, ბიზნესსექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოების და ბიზნესასოციაციების ცნობიერების ამაღლება მდგრადი საჯარო შესყიდვების სარგებლის შესახებ.

 

საჯარო განხილვები