ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში ჩატარებულ ტყის პირველ ეროვნულ აღრიცხვასთან დაკავშირებით

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში ჩატარებულ ტყის პირველ ეროვნულ აღრიცხვასთან დაკავშირებით

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 3-4 ნოემბერს, თბილისში, გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში ჩატარებულ ტყის პირველ ეროვნულ აღრიცხვასთან დაკავშირებით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერით 2019-2022 წლებში ჩაატარა ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის სამუშაოები, რაშიც პარტნიორი უწყებებიც იღებდნენ მონაწილეობას. ტყის ეროვნული აღრიცხვის მონაცემები წარმოადგენს სტატისტიკურ ინფორმაციას ტყეების მდგომარეობის შესახებ და გამოიყენება სექტორში პოლიტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისთვის.

3 ნოემბერს ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის პროცესის, დამუშავებული მონაცემებისა და საბოლოო ანგარიშის, სატყეო სექტორში მიმდინარე აქტივობებისა და არსებული გამოწვევების შესახებ.

4 ნოემბერს ღონისძიებაზე მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები, ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, დისკუსიის ფორმატში განიხილავენ ტყის ეროვნული აღრიცხვის მნიშვნელობას ტყის მდგრადი მართვისთვის და მიმოიხილავენ ტყის ეროვნული აღრიცხვის როლს პოლიტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

აღნიშნულ შეხვედრებზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ დისტანციურ ფორმატში, შემდეგ ბმულებზე:

3 ნოემბრის ღონისძიების შეხვედრის ბმული: https://us02web.zoom.us/j/82862068766

4 ნოემბრის ღონისძიების შეხვედრის ბმული: https://us02web.zoom.us/j/89675970965

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე: 

https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/34050 
https://mepa.gov.ge/En/PublicInformation/34050/

 

საჯარო განხილვები