ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ქვეყნის მასშტაბით, 900-მდე მეფუტკრე გადამზადდა

ქვეყნის მასშტაბით, 900-მდე მეფუტკრე გადამზადდა

ტრენინგის, ფარგლებში მეფუტკრეებმა ინფორმაცია მიიღეს ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქტების მიღება-შენახვის წესების, ფუტკრის დაავადებების იდენტიფიკაციის, დაავადებებთან ბრძოლის მეთოდების გაცნობა-დანერგვის, საფუტკრეებში ჩასატარებელი სეზონური სამუშაოების დაგეგმვა-ჩატარების, საფუტკრის ჟურნალის წარმოების შესახებ. პრაქტიკული სწავლების ნაწილში, მეფუტკრეები გაეცნენ მავნებლებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდებს და შესაბამის გარემოსდაცვით ღონისძიებებს. 

ტრენინგებზე ყურადღება გამახვილდა თანამედროვე მეფუტკრეობაში საფუტკრეების რეგისტრაციის აუცილებლობის მნიშვნელობის საკითხებზე. 

ტრენინგებში მონაწილეობდნენ მეფუტკრეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ტრენინგები გარემოსდაცვითი ინფორმაციებისა და განათლების ცენტრის,  სოფლის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა. 

საჯარო განხილვები