ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სატყეო განათლების შესახებ შეხვედრა გაიმართა

სატყეო განათლების შესახებ შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე მხარეებმა სატყეო მიმართულებით უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და  სამეცნიერო კუთხით თანამშრომლობისა და კომუნიკაციის გაღრმავების საკითხები განიხილეს. შეხვედრა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა გახსნეს.

„საქართველოს ტყე განსაკუთრებული ეროვნული ფასეულობაა და მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პირდაპირი თუ არაპირდაპირი სარგებლისა და რესურსების უწყვეტ წყაროს წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენ გვმართებს ჩამოვაყალიბოთ ტყის მდგრადი მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური ბალანსის შენარჩუნებას და რესურსების რაციონალურ გადანაწილებას. ამ მიზნების მისაღწევად კი, აუცილებელია მაღალკვალიფიციური, დარგის მცოდნე კადრების არსებობა და მასშტაბური სამეცნიერო კვლევების ჩატარება”, -განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და „ეკო-ჯორჯიას“ პროექტის დირექტორი ლუც იარჩინსკი ესწრებოდნენ.

შეხვედრა ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ორგანიზებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის - ECO.Georgia-ს მხარდაჭერით გაიმართა. პროექტი ECO.Georgia დაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის, საქართველოს, გერმანიის და შვეიცარიის მთავრობების მიერ. პროექტის მიზანია საქართველოში ტყეზე ზეწოლისა და ტყის კარგვის შემცირება ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის გზით, ამავდროულად პროექტი მიზნად ისახავს ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისთვის ბაზრის განვითარების ხელშწყობას და ტყესთან ახლოს მდებარე თემების და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობათა გაძლიერებას.

საჯარო განხილვები