გაუზიარეთ თქვენი შეხედულებები გაეროს ბავშვთა გარემოსდაცვითი უფლებების შესახებ სახელმძღვანელოს პროექტზე.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტი კონსულტაციაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს 17 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, რათა გააზიარონ თავიანთი შეხედულებები გენერალური კომენტარის N26 პროექტზე - გაეროს ოფიციალური მითითებები იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთონ მთავრობებმა გარემოსდაცვითი კრიზისის შედეგად დაზარალებული ბავშვების უფლებების დასაცავად. პროექტი შემუშავდა 103 ქვეყნიდან 7416 ბავშვის ჩართულობის საფუძველზე.
მიიღეთ მონაწილეობა ან მხარი დაუჭირეთ ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობას ინფორმაციის გავრცელებით და შესაბამის აქტივობებში ჩართულობით:
https://childrightsenvironment.org/digital-toolkit/
https://childrightsenvironment.org/outreach-message/
https://childrightsenvironment.org/wp-content/uploads/2022/11/Childrens-Second-Consultation-Toolkit.pdf
კონსულტაციებში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია 2023 წლის 15 თებერვლამდე.
გავერთიანდეთ ბავშვების უფლებებისთვის, რათა ერთად შევქმნათ სუფთა, მწვანე, ჯანსაღი და მდგრადი სამყარო!