გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სტუდენტური კონფერენცია „გარემოსდაცვითი განათლება და მდგრადი განვითარება“ გაიმართა.
კონფერენციაზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ, რომელთაც პრიზები გადაეცათ. პირველ ადგილზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მარიამ ფურცხვანიძე და ლალი ბალავაძე გავიდნენ, მეორე ადგილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგი კავთელაძემ დაიკავა, მესამე ადგილზე კი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ინგა გოგნაძე გავიდა.
ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჩართულობას გარემოსდაცვით საკითხებში, ასევე, აღნიშნულ პროცესში გამოწვევების იდენტიფიცირებას და შესაძლებლობების წინ წამოწევას.
სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გარემოსდაცვითი საკითხების შესწავლით დაინტერესებულმა მაგისტრატურის და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებმა. მომხსენებლებმა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში გარემოსდაცვითი განათლების როლზე ისაუბრეს.
კონფერენცია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით პროექტის „მმართველობის რეფომის ფონდი“ (GRF) ფარგლებში ჩატარდა.