გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ მოხალისეებისთვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ტრენინგი ,,მოლაპარაკების ტექნიკები'' გაიმართა.
მოხალისეებმა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" პროექტის ფარგლებში საკუთარ რეგიონში განხორციელებული აქტივობების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს.
შეხვედრა ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერებისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით არსებული საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით გაიმართა.
ტრენინგი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.