N14 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებულ სასწავლო პროგრამაში მსჯავრდებულები ფუტკრის გამრავლებას, სანაშენე პროდუქციის წარმოებას, თაფლის პირველად დამუშავებასა და სურსათის უვნებლობის სტანდარტებს გაეცნენ. ტრენინგების დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულებს სერტიფიკატები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ გადასცეს.
ღონისძიებაზე ბუბა ლომუაშვილმა, თამთა დემურიშვილმა და ეკა ბენდელიანმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში მსგავსი სასწავლო პროგრამების განხორციელებაზე ისაუბრეს. მორიგი სასწავლო კურსი N14 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრისა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, მსჯავრდებულებს მეფუტკრეობის თემაზე ტრენინგები ჩაუტარდათ.