ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

თემზე დაფუძნებული კატასტროფების რისკის მართვის შესახებ ტრენინგი

თემზე დაფუძნებული კატასტროფების რისკის მართვის შესახებ ტრენინგი

თემზე დაფუძნებული კატასტროფების რისკის მართვის შესახებ ტრენინგი პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების: თელავის, ახმეტის, გორის, სამტრედიის, აბაშის, ხობის, სენაკისა და ქობულეთის მერიების, საკრებულოებისა და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ.

პროექტის ექსპერტებმა, მონაწილეებთან ერთად, კატასტროფის რისკის მართვის კონცეფციის შესახებ იმსჯელეს, გაანალიზეს რისკის შემცირების დაგეგმვა ადგილობრივ დონეზე, განიხილეს საფრთხეები და რეგიონის, მუნიციპალიტეტის ან თემის ისტორია წარსულში მომხდარი კატასტროფების კონტექსტში, შეიმუშავეს თემის რისკის მართვის სამოდელო გეგმები. ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ტრენინგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში გამართა, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და შვედეთის მთავრობის მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭრით.

საჯარო განხილვები