სასწავლო კურსის ფარგლებში, მონაწილეებმა მსოფლიოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფის ზრდის ფაქტორებთან, საქართველოსთვის დამახასიათებელ სტიქიური მოვლენებთან და საქართველოში კრიზისული სიტუაციების მართვის სისტემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
ტრენინგები პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდა.
პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობების მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.