ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოსდაცვითი დემოკრატიის ელექტრონული სასწავლო კურსების  პრეზენტაცია

გარემოსდაცვითი დემოკრატიის ელექტრონული სასწავლო კურსების პრეზენტაცია

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გარემოსდაცვითი დემოკრატიის ელექტრონული სასწავლო კურსების  პრეზენტაცია წარადგინა.

ელექტრონული სასწავლო კურსი „გარემოსდაცვითი დემოკრატიის არსი, გარემოსდაცვითი უფლებები და პასუხისმგებლობები“, გარემოსდაცვითი დემოკრატიის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის  შეიქმნა. კურსის მიზანია გარემოსდაცვითი დემოკრატიისა და ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების შესახებ ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება.

უნდა აღინიშნოს, რომ ასევე შემუშავდა ელექტრონული სასწავლო კურსი „ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებები და გარემოსდაცვითი დემოკრატია“, რომელიც განკუთვნილია საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლების, სამოქალაქო ორგანიზაციების, სტუდენტების/ახალგაზრდებისა და ზოგადად, დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

სასწავლო კურსები  ქართულ ენაზეა და უკვე ხელმისაწვდომია  დაინტერესებული პირებისთვის. აღნიშნული ელექტრონული კურსები ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა. 

კურსზე რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის უნდა ეწვიოთ შემდეგ ბმულს: https://learning.wfd.org/course/view.php?id=34 

საჯარო განხილვები