გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა და ახალგაზრდებს ჭარბტენიანი ტერიტორიების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
სტუდენტებს ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ ლექცია დაცული ტერიტორიების დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ნატა სულთანიშვილმა ჩაუტარა და განიხილა ჭარბტენიანი ტერიტორიების როლი კლიმატის შერბილების პროცესებში, მტკნარი წყლის რაოდენობისა და ხარისხის შენარჩუნებაში.