ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

კლიმატის ცვლილების კანონის  „მწვანე წიგნის“ შესახებ საჯარო კონსულტაციები გაიმართება

კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნის“ შესახებ საჯარო კონსულტაციები გაიმართება

საქართველოს პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გამართულ შეხვედრაზე კლიმატის ცვლილების კანონისთვის შექმნილი „მწვანე წიგნი“ და საჯარო კონსულტაციების გამართვის გეგმა წარადგინეს.

კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნი“ მოიცავს საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, არსებულ ეროვნულ პოლიტიკას, საქართველოზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის ანალიზს, სამომავლო რისკებს და კლიმატის კანონის საერთაშორისო მაგალითებს. 

საჯარო კონსულტაციების ფარგლებში მიღებული მოსაზრებების შემდეგ, შემუშავდება კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნი“, რომელშიც საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის ძირითადი პრინციპები აისახება. 

საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა „მწვანე წიგნის“ ეროვნული კონსულტაციების გეგმა წარადგინა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის შემუშავების პროცესში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. აღნიშნული დოკუმენტის საჯარო განხილვები ჩატარდება ქ.თბილისში, ქ.ქუთაისსა და ქ.თელავში.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და სოლომონ პავლიაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ლაშა ნაკაშიძე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შექმნაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  კომიტეტი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD)  და გაერთიანებული სამეფოს მხარდამჭერით მუშაობს.

საჯარო განხილვები