ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” ფარგლებში, მასწავლებელთა გადამზადება განახლდა

პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” ფარგლებში, მასწავლებელთა გადამზადება განახლდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” ფარგლებში, მასწავლებელთა გადამზადების პროცესი განაახლა. 

გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქტიურად მუშაობს დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადების მიმართულებით. ამ დროისთვის, გადამზადებულია 3800-ზე მეტი პედაგოგი. პროგრამა პედაგოგებს ეხმარება შესაძლებლობების გაძლიერებაში. 

მოსწავლეები მნიშვნელოვან ცოდნას იღებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდებს, გაიაზრონ გარემოსდაცვით საკითხებში საკუთარი პასუხისმგებლობა.

გადამზადებულ მასწავლებლებს სერტიფიკატები და სახელმძღვანელოები „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გადაეცემათ. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ ელექტრონულ ცნობას, რომელიც აღიარებულია სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, როგორც 20-საათიანი სავალდებულო ტრენინგი. 

საჯარო განხილვები