ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ქალი მსჯავრდებულების პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამები გრძელდება

ქალი მსჯავრდებულების პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამები გრძელდება

#5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულებმა  ფუტკრის მოვლის, გამრავლებისა და სანაშენე პროდუქციის წარმოების შესახებ ტრენინგი გაიარეს. სასწავლო კურსის ფარგლებში, 33 მსჯავრდებული თაფლის პირველად დამუშავებასა და  სურსათის უვნებლობის სტანდარტებს გაეცნო.

ტრენინგების დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს სერტიფიკატები მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გადასცეს. 

სასწავლო კურსი მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრისა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხარდაჭერით 2022 წლიდან ხორციელდება. ტრენინგი მეფუტკრეობის შესახებ #5 პენიტენციური დაწესებულებების შემდეგ #14 დაწესებულებაშიც ჩატარდება.

საჯარო განხილვები