გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სერვანტესის სახელობის სკოლა აია-GESS მოსწავლეებს წყლის რესურსებისა და ენერგიის დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ ლექცია ჩაუტარდათ.
მოსწავლეები გაეცნენ მტკნარი წყლის რესურსებთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და მისი დაბინძურების გამომწვევ მიზეზებს.
ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია წყლის თვისებების, ცირკულაციის, წყლის რესურსების გადანაწილების და ალტერნატიული და ტრადიციული ენერგიების მნიშვნელობის შესახებ.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, მთელი წლის განმავლობაში, გარემოსდაცვითი და აგრარული თემებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, მათთვის საინტერესეო საკითხებზე ლექცია-სემინარებს სთავაზობს.