ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

კონკურსში "მწვანე ჯილდო" განცხადებების მიღება გრძელდება

კონკურსში "მწვანე ჯილდო" განცხადებების მიღება გრძელდება

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „მწვანე ჯილდო“ მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება შესაძლებელია 2023 წლის 20 მარტამდე.

„მწვანე ჯილდოს” კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღმზრდელებს/მეთოდისტებს, რომლებიც ამჟამად დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესში ახორციელებენ გარემოსდაცვითი ან/და აგრარული თემების სწავლებას, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით და ატარებენ აქტივობებს შესაბამისი დამხმარე სახელმძღვანელოებიდან „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” და “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”.

2021-2022 სასწავლო წლის საუკეთესო აღმზრდელის/მეთოდისტი და დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასი) მასწავლებელი გამოვლინდება გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, 5 ივნისს.

კონკურსი „მწვანე ჯილდო”, რომლის მიზანიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების ხელშეწყობა და აღმზრდელებისა და მეთოდისტების წახალისებაა, 2018 წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება.

საჯარო განხილვები