ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

შეხვედრა ჰაერის ხარისხის და ავტოტრანსპორტის ინსპექტირების შესახებ

შეხვედრა ჰაერის ხარისხის და ავტოტრანსპორტის ინსპექტირების შესახებ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენლობისა და ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით გამართულ გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე ჰაერის ხარისხის შესახებ ისაუბრეს და ავტოტრასპორტის ტექნიკური ინსპექტირების რეფორმები განიხილეს. გაიმართა ჰაერის დაბინძურების თემატიკაზე გადაღებული სოციალური ფოტონამუშევრების გამოფენაც, რომლის მიზანიც დაბინძირებული ჰაერის ადამიანის ჯანრმთელობასა და საცხოვრებელ გარემოზე ზეგავლენის წარმოჩენა იყო.

„წელს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა. ეკოსისტემურ სერვისებსა და ჰაერის ხარისხს შორის პირდაპირი კავშირია. აუცილებელია, ყველამ საკუთარი წვლილი შეიტანოს გარემოს დაცვაში. სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ეკოსისტემების დაცვა და შენარჩუნებაა. მხოლოდ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად არის შესაძლებელი, დავიცვათ და შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს ის უნიკალური ბიომრავაფლეროვნება, რითიც ჩვენი ქვეყანა ნამდვილად გამორჩეულია,” - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობა გაეროს მუდმივი კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლიმ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ხატია წილოსანმა და ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელმა ეკა ლალიაშვილმა მიიღეს.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1972 წლის 15 დეკემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაწესდა და მიზნად ისახავს გარემოსდაცვით გამოწვევებზე მსოფლიოს მოსახლეობის ცნობიერების გაზრდას და მათ აქტიურ ჩართვას ამ პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაში.

საჯარო განხილვები