22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების დაცვის პოპულარიზაციის და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, ყოველი ჩვენგანისთვის შეხსენებას, რა მნიშვნელობა აქვს გარემოში ცოცხალი ორგანიზმების არსებობას. 2021 წელს, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის თემაა „ჩვენ ვართ გადაწყვეტილების ნაწილი“.
ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე სასაუბროდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი ქ. თბილისის 186-ე საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებს შეხვდა. მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია, რომელიც შეეხებოდა ბიომრავალფეროვნების დაცვის აუცილებლობას, ეკოსისტემების მდგომარეობისა და ადამიანთა ზეგავლენით სახეობების დაკარგვის საკითხებს.
22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს გამოაცხადა.