ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოსდაცვითი განათლების საბჭოს შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი განათლების საბჭოს შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი განათლების ღონისძიებათა კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით გარემოსდაცვითი განათლების საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. საბჭოს შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა და „გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების დონის შეფასება ეროვნულ დონეზე“  ჩატარებული კვლევის შესახებ ისაუბრა. 

შეხვედრაზე სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) წარმომადგენელმა მონაწილეებს გააცნო ცენტრის ინიციატივით განხორციელებული კვლევის „გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების დონის შეფასება ეროვნულ დონეზე“ შედეგები და მიგნებები. მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მათი ორგანიზაციების მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ, ხოლო დასკვნით ნაწილში, შეიმუშავეს გარემოსდაცვითი განათლების საკოორდინაციო საბჭოს სამოქმედო გეგმა, კვლევის შედეგებისა და პრეზენტაციებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობისა და ერთმანეთთან დაკავშირებულ თემებზე ერთობლივი კამპანიების ჩატარების პრაქტიკის დანერგვა, უფრო მეტი სამიზნე ჯგუფისა თუ არეალის დაფარვის საშუალებას მისცემს.

საბჭოს შეხვედრაზე მონაწილეობას სხვადასხვა არასამთავრობო და საჯარო უწყების წარმომადგენლები იღებდნენ. 

სამუშაო შეხვედრა ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდის“ ფარგლებში.

საჯარო განხილვები