ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

18 მარტი ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღეა

18 მარტი ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღეა

ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიის მოსწავლეებმა „შპს სუფთა სამყაროში’’ ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს და ნარჩენების მართვის შესახებ ლექცია მოისმინეს. ახალგაზრდებმა ქაღალდის, მუყაოს, პოლიეთილენის, ალუმინის ქილებისა და პლასტმასის ბოთლების სეპარირებაშიც მიიღეს მონაწილეობა. 

ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ვებინარი გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 500-მდე მოსწავლე ესწრებოდა.

2023 წელს ნარჩენების გადამუშავების დღის თემაა  „კრეატიული ინოვაციები“. აღნიშნული გზავნილი ხაზს უსვამს ნარჩენების მართვაში ახალი ინოვაციებისა და შემოქმედებითი გადაწყვეტილებების მნიშვნელობას. 

ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე 2018 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს დედამიწის ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებასა და ნარჩენების გადამუშავების აუცილებლობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

საჯარო განხილვები