გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში „ტყის მდგრადი და კლიმატმეგობრული მართვის პრინციპების დანერგვის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრები ჩატარდა მცხეთის N1 და N2, სოფელ ოძისის და წეროვნის N3 საჯარო სკოლებში. ახალგაზრდებმა ინფორმაცია მიიღეს ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვისა და ტყის მნიშვნელობის შესახებ, გაეცნენ ეკოკლუბების შექმნისა და მწვანე აქტივობების დაგეგმვის პროცესებს.
მოსწავლეებმა განიხილეს ანიმირებული მანგა „ტყე ჩემი მეგობარია“. მანგა ადამიანებსა და ტყეს შორის ჰარმონიული ურთიერთობის მნიშვნელობაზე მოგვითხრობს.