ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

21 მარტს ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება

21 მარტს ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება

2023 წელს, ტყის საერთაშორისო დღის გზავნილია ტყეების როლი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. წელს საერთაშორისო დღის აღნიშვნა ითვალისწინებს ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ტყის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ქ.თბილისის N45-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ლექცია ჩაუტარდათ. ახალგაზრდებმა ინფორმაცია მიიღეს ტყის მნიშვნელობის შესახებ ჯანსაღი გარემოსთვის და ჯანმრთელობისთვის, საქართველოს ტყეების, ტყის როლის, ტყის ტიპებისა და მერქნული და არამერქნული რესურსების შესახებ. თეორიული სწავლების შემდეგ, მოსწავლეებმა საველე პრაქტიკა გაიარეს, სადაც ტყის ინვენტარიზაციის ტექნიკურ პროცესებს გაეცნენ, შეისწავლეს ის მეთოდოლოგია, რომლის მეშვეობითაც ქვეყნის მასშტაბით ტყის ეროვნული აღრიცხვა ხდება. 

შეხვედრა გაიმართა პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.

ტყის საერთაშორისო დღის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ვებინარი გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 200-მდე მოსწავლე ესწრებოდა.

საჯარო განხილვები