ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

22 მარტი წყლის მსოფლიო დღეა

22 მარტი წყლის მსოფლიო დღეა

2023 წელს წყლის მსოფლიო დღის თემაა „ცვლილებების ხელშეწყობა წყლისა და სანიტარიული კრიზისის მოსაგვარებლად“, რაც ხაზს უსვამს გადამწყვეტი ზომების მიღების მნიშვნელობას წყლის გლობალური კრიზისის მოსაგვარებლად.

წყლის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ქ.თბილისის N178 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მოსწავლეებმა ჩამდინარე და ზედაპირული წყლის ჰიდროქიმიური ანალიზების, ძირითადი იონების განსაზღვრის, ბიოგენური ელემენტებისა და მძიმე ლითონების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და წყლის ხარისხის დადგენის მიზნით, თავად განახორციელეს ქიმიური ანალიზები.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე წყლის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში,  გაიმართა ფორუმი, სადაც სტუდენტებს წყლის მნიშვნელობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წყლის სამმართველოს ხელმძღვანელი მარიამ მაკაროვა ესაუბრა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომელთან ერთად, დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

საჯარო განხილვები