ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

23 მარტი მეტეოროლოგიის მსოფლიო დღეა

23 მარტი მეტეოროლოგიის მსოფლიო დღეა

2023 წელს მეტეოროლოგიის მსოფლიო დღის თემაა „ამინდის, კლიმატის და წყლის მომავალი ახალგაზრდების ხელშია“, რაც ხაზს უსვამს მომავალი თაობების როლს გარემოსდაცვითი ქმედებების განხორციელებაში. 

მეტეოროლოგიის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ქ.თბილისის N58 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური რადარი მოინახულეს, დაათვალიერეს სადამკვირვებლო ქსელი, რომლის საშუალებითაც ხდება ყოველდღიური ამინდის პროგნოზის შედგენა, გავრცელება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა.

შეხვედრაზე, მოსწავლეებმა, დარგის სპეციალისტებთან ერთად, შესაძლო სტიქიურ მოვლენებზე საპროგნოზო ინფორმაციისა და გაფრთხილებების შესაბამისი უწყებებისთვის დროული მიწოდების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს, მიიღეს ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მეტეოროლოგიური რადარების მონაცემების ანალიზის და დამახასიათებელი გეოლოგიური საფრთხეების შესახებ.

მეტეოროლოგიის მსოფლიო დღე 1950 წლიდან, ყოველ წლის 23 მარტს აღინიშნება და იგი მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის დაარსებას უკავშირდება.  

საჯარო განხილვები