ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

„დედამიწის საათის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

„დედამიწის საათის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, საზოგადოებრივი გარემოსდაცვითი ღონისძიების „დედამიწის საათი“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან. ახალგაზრდებმა ინფორმაცია მიიღეს დედამიწაზე სიცოცხლის განვითარების შესახებ.

„დედამიწის საათის“ ფარგლებში ჩატარდა ვებინარიც, რომელსაც მოსწავლეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ესწრებოდნენ. მოსწავლეებმა განიხილეს კლიმატის ცვლილების გავლენები როგორც საქართველოზე, ასევე გლობალურად და ამ ცვილილებების შერბილების და გამკლავების საკითხები.

25 მარტს საქართველო ტრადიციულად შეუერთდა გარემოსდაცვითი ღონისძიების - „დედამიწის საათი" აღინიშვნის კამპანიას. ამ დღეს მილიონობით ადამიანი უარს აცხადებს ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე. 

2023 წელს, „დედამიწის საათი“ ორიენტირებულია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული კონკრეტული ქმედებების განხორციელებაზე ტყისა და ეკოსისტემების დაცვის საკითხებში.

საჯარო განხილვები