ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

შეხვედრა ადგილობრივი და ეროვნული მედიასაშუალებების წარმომადგენელებთან

შეხვედრა ადგილობრივი და ეროვნული მედიასაშუალებების წარმომადგენელებთან

„საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ პროექტის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორამციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით მედიასაშუალებების წარმომადგენლების დაინტერესებისა და ტყის სექტორში არსებული პროგრესის გაცნობის მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი და ეროვნული მედიასაშუალებების წარმომადგენელები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე იმსჯელეს ტყის მდგრადი მართვის, ალტერნატიული და ენერგოეფექტური საწვავის, ტყის კოდექსით გათვალისწინებული სიახლეების, პროექტის ფარგლებში მისაღები შედეგებისა და სარგებლის შესახებ. 

პროექტის განმახორციელებელი უწყებების თანამშრომლებმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს  პროექტის ფარგლებში თითოეული უწყების პროგრესის შესახებ წარუდგინეს ინფორმაცია.

პროექტი „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) თანადაფინანსებით და  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით ხორციელდება.

საჯარო განხილვები