პროგრამაზე სწავლა უფასოა და მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სატყეო ან/და მომიჯნავე სფეროში ბაკალავრის ხარისხის მქონე პირებს.
რეგისტრაცია 20 აპრილის ჩათვლით შესაძლებელია ვებ-გვერდზე: http://bit.ly/3o56VwJ
სასწავლო პროცესი იწყება 26 აპრილს და მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.
წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს და დასაქმდებიან ეროვნულ სატყეო სააგენტოში.
პროგრამის მიზანია ტყის ტაქსაციის სპეციალისტების (მეტყევე-ტაქსატორი) მომზადება, რომლებიც განახორციელებენ ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოებს და კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:
• ტყეში აზომვითი და შეფასებითი სამუშაოების ჩატარებას
• მონაცემთა შეკრებას, დამუშავებას, ელექტრონულ პროგრამაში ასახვასა და ანალიზს
• მონაწილეობას სატყეო ღონისძიებების (ტყითსარგებლობის, ტყის მოვლა-აღდგენის და სხვა) დაგეგმვასა და ტყის მართვის გეგმების მომზადებას
ტყის ინვენტარიზაციის ეტაპები მოიცავს კარტოგრაფიულ მასალებთან მუშაობას, საველე პირობებში ტყის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ მონაცემთა შეგროვებას, ანალიზსა და კამერალურ დამუშავებას, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დანიშვნასა და დოკუმენტაციის შექმნას, მათ შორის, ინვენტარიზაციის საბოლოო პროდუქტის - ტყის მართვის გეგმის მომზადებას.
,,ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია" ხორციელდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/3KPyu65