ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სტუდენტური კონფერენცია „ტყის მდგრადი მართვა, ტყეზე ზეწოლის შემცირების შესაძლებლობები და არსებული გამოწვევები“

სტუდენტური კონფერენცია „ტყის მდგრადი მართვა, ტყეზე ზეწოლის შემცირების შესაძლებლობები და არსებული გამოწვევები“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი იწყებს განაცხადების მიღებას სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ პროექტის ფარგლებში. კონფერენცია მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ტყის მდგრადი მართვის, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების მიმართულების პოპულარიზაციას.

კონფერენციაში წარმოდგენილი მოხსენებების თემა შეიძლება ეხებოდეს, თუმცა არ შემოიფარგლებოდეს შემდეგით:

 

• ტყის სექტორის რეფორმა, ტყის მართვისა და დაცვის ადგილობრივი და საერთაშორისო მექანიზმები;
• ტყის ბიომრავალფეროვნება, ტყეების მნიშვნელობა ადგილობრივ და გლობალურ დონეზე;
• ტყის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში და კლიმატის ცვლილების შერბილებაში;
• საზოგადოების დამოკიდებულება და მნიშვნელობა ტყის დაცვის მიმართულებით;
• ტყის მდგრადი მართვის კავშირი და მნიშვნელობა მოსახლეობის ჯანმრთელობასთან;
• ტყის მერქნული და არამერქნული რესურსები და მათი სწორად გამოყენების საჭიროება, ეკო-ტურიზმი;
• უკანონო ტყითსარგებლობა და არსებული გამოწვევები;
• ალტერნატიული საწვავი (ბრიკეტი, პელეტი, ნამჯა, თხილის ნაჭუჭი და ა.შ) და ენერგოეფექტური ღუმელი, როგორც ტყის საწვავად გამოყენების შემცირების გზა;
• განათლების როლი ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვაში;
• კერძო და მუნიციპალური საკუთრების ტყეები და მათი როლი ტყის მდგრად მართვაში.



სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გარემოსდაცვითი საკითხების შესწავლით დაინტერესებულ უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს მთელი საქართველოდან.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 10 დეკემბრის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

შემდეგ საფეხურზე საჭიროა, ელ-ფოსტის საშუალებით წარმოადგინოთ ნაშრომი და პრეზენტაცია:
• ნაშრომის მოცულობა - მაქსიმუმ 5-გვერდიანი მოხსენება კონფერენციის სათაურის ქვეშ, არსებობის შემთხვევაში კონკრეტული ქვე-სათაურით (მოხსენების მიმართულების შესაბამისად).
• ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს Word-ის ფაილის სახით (შრიფტი - Sylfaen, შრიფტის ზომა - 11, ინტერვალი - 1.15).
• ნაშრომში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, უნივერსიტეტის/პროფესიული სასწავლებლის დასახელება, ფაკულტეტის დასახელება, კურსი, ავტორის იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი.
•  ნაშრომი უნდა მოიცავდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალს.
• პრეზენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს Power Point Presentation ფორმატით, მაქსიმუმ 15 სლაიდი, აუცილებლად უნდა მოიცავდეს ავტორის სახელს, გვარს და მოხსენების სათაურს.
•  სამუშაო ენა: ქართული.

ნამუშევრების წარდგენის წესი:

ნაშრომისა და პრეზენტაციის ელექტრონული ვერსიები გამოგზავნილი უნდა იყოს Word და PPT დოკუმენტების სახით, შემდეგ მისამართზე - info@eiec.gov.ge ან Natela.Bliadze@eiec.gov.ge სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს „სტუდენტური კონფერენცია“. 

მოხსენება წარდგენილი უნდა იყოს ინდივიდუალურად (ერთ საკითხზე ერთი სტუდენტი), ხოლო პრეზენტაციის დრო არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. მოხსენებისას აქცენტი უნდა იყოს გაკეთებული კონფერენციის თემატიკიდან გამომდინარე პრობლემურ საკითხებზე და მართვის გამოცდილებებსა და საუკეთესო პრაქტიკებზე.

წარდგენილ ნამუშევრებს და პრეზენტაციებს, კრიტერიუმების საფუძველზე შეაფასებს კომისია, რომელიც დაკომპლექტდება გარემოსდაცვითი მიმართულების ექსპერტებითა და დარგის სპეციალისტებით. კომისია გამოავლენს საუკეთესო მოხსენების ავტორებს, რომელთაც გადაეცემათ სხვადასხვა პრიზი.

კონფერენცია გაიმართება თბილისში.

სტუდენტური კონფერენციის შესახებ საკონტაქტო პირია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის გარემოს საინფორმაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნათია ბლიაძე (ელ-ფოსტა: Natela.Bliadze@eiec.gov.ge ტელ: 598 21 82 85).

კონფერენცია ორგანიზებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბურის აირების ემისიების შემცირებისთვის” ფარგლებში, რომელიც შემუშავდა საქართველოში სატყეო სექტორის მხარდაჭერის, კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მიმდინარე სატყეო რეფორმის განხორციელებაში წვლილის შეტანის მიზნით. პროექტი ტყის აღდგენის, ტყის კარგვის შემცირების, ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის გზით ხელს შეუწყობს ტყის ნახშირბადის მარაგების გაზრდას, ასევე დაეხმარება ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისთვის ბაზრის განვითარებას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდას ტყის მდგრად მართვაში, ცნობიერების ამაღლების, პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისა და შესაბამისი პოლიტიკისა და რეგულაციების მეშვეობით.

 

საჯარო განხილვები